
“პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებული მედია ნუფნუფის და ნაფნაფის სახლებია და კანონზომიერია რაც მათ თავს ხდება. აბა მართლა მე კი არ ვუპირებ დანგრევას.” - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რითიც ის ტელეკომპანია “მთავარი არხის” შესაძლო დახურვას ეხმაურება:
"მეგობრებო, ნიფნიფი ნუფნუფი და ნაფნაფი ხომ გახსოვთ.
ნიფნიფმა იშრომა, წესები დაიცვა, საძირკველი ჩაყარა, ზედ ქვითკირის კედლები ააგო ააგო და სახლი შეინარჩუნა.
დანარჩენებმა ისრიალეს, იგრიალეს, ჩალისგან აააგეს სახლები და მერე რა მოხდა კი იცით ყველამ.
პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებული მედია ნუფნუფის და ნაფნაფის სახლებია და კანონზომიერია რაც მათ თავს ხდება.
აბა მართლა მე კი არ ვუპირებ დანგრევას.
პროცესის ლოგიკა თუ გესმის, ანატომიას და სიმპტომებს კარგად კითხულობ - ეგაა და ეგ.
ეს ცხადია სამწუხაროა.
უკეთესი იქნებოდა, რომ დაეჯერებინათ საღი აზრისთვის, მაგრამ ახლა გვიანია."- წერს ჩერგოლეიშვილი
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026