25/07/2023
13:22
პოლიტიკა
პოლიტიკურ აჯაფსანდალს თუ აწყობ, ისეთი აჯაფსანდალი უნდა მოაწყო, რომ არც ერთი მწვანილი არ დარჩეს გარეთ – ამ ლოგიკიდან გამომდინარე გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგიის“ გაერთიანებაში ვხედავ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, „გიორგი მარგველაშვილი თუ „ნაცმოძრაობასთან“ იქნება, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი პრეზიდენტების პარტია იქნება“.
„ბარემ, „ნაცმოძრაობის “კონსოლიდაცია უნდა მოხდეს და ნასხლეტი ნაწილები უნდა დაუბრუნდეს წიაღს, რომ ადამიანებისთვის გასაგები იყო, რომ არსებობენ „ნაცები“, „ქოცები“ და ალტერნატივა „გირჩი“. თუ გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობასთან“ იქნება, ამით ის ყოფილი პრეზიდენტების პარტია იქნება და ეს ცოტას არ ნიშნავს. მათ შეუძლიათ, იამაყონ, რომ მათ რიგებში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ არის, არამედ ორი პრეზიდენტია და ამით ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ ძლიერდებიან. ვაშაძისა და ხაბეიშვილის დამატებით სწორედ ამაში არწმუნებდნენ ამომრჩეველს. ახლა მარგველაშვილით დაარწმუნებენ. როგორც ჩანს, ნაცები ფიქრობენ, რომ მათი ამომრჩეველი სივებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
0
0