04/09/2023
14:51
პოლიტიკა
პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია.
„როდესაც პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. პირველი ჩვენ პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონსა და კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს და თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, – განაცხადა კალაძემ.
0
0