
გერმანიაში ფრიდრიხ მერცს მოუწოდებენ, რომ გამოიძიოს ქვეყნის კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებულ, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან გერმანიის კავშირების თაობაზე გამოძიებას „მწვანეთა პარტის“ წევრები ითხოვენ. მათი აზრით, გამოძიება აუცილებელია, თუნდაც ქვეყნის მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ ეპშტეინთან შესაძლო კავშირები სრულად არის გამოძიებული.
„ძალიან შემაშფოთებელია, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენ გარშემო ყველა სხვა ქვეყანა ზომებს იღებს, განმარტებებს მოითხოვს და ქმედებებს ახორციელებს, გერმანიის მთავრობა დიდწილად გულგრილი რჩება“, – აღნიშნავენ „მწვანეთა პარტიაში“.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ მთავრობამ საკითხი საკუთარ ხელში უნდა აიღოს და ყველაფერი გააკეთოს, რათა გამოიძიოს დანაშაულები, შეწყდეს და არ გაჩნდეს რაიმე სახის შეთქმულების თეორიები და ნარატივები.
0
0