
ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის ურთიერთობა დაძაბულია, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.
როგორც გამოცემასთან წყაროები აღნიშნავენ, კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენს დიქტატორად მოიხსენიებს.
„ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შორის ურთიერთობები ძალიან ცუდი იყო, თუმცა კალასის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო ცუდადაა“,-აღნიშნეს წყაროებმა.
წყაროს ცნობით, ევროკომისიაში აქტიურად მუშაობენ, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის როლი შეამცირონ.
„პოლიტიკო“ წერს, რომ კალასი ხშირად ეცადა, წინააღმდეგობა გაეწია ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, მათ შორის იყო საკუთარი მოადგილის პოზიციაზე მარტინ სელმაიერის დანიშვნა, რომელიც ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის აპარატის ყოფილი უფროსი იყო. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაბლოკა.
„კალასი პირად საუბრებში წუწუნებს, რომ ურსულა დიქტატორია, მაგრამ ამის შესახებ საერთოდ არაფრის ან ძალიან ცოტას გაკეთება თუ შეუძლია“, – წერს „პოლიტიკო“ წყაროზე დაყრდნობით.
0
0