
ევროკავშირმა შეიმუშავა ხუთი გეგმა „ორბანთან გასამკლავლებლად“, იმ შემთხვევისთვის თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი განიხილავს რამდენიმე გეგმას, რათა თავიდან აიცილოს ბლოკის დაშლა, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 12 აპრილის არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირში აზრები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, შეიცვლება თუ არა ორბანის პოლიტიკა პოტენციური გამარჯვების შემთხვევაში, რადგან ზოგიერთი დიპლომატი ფიქრობს, რომ ორბანის ხისტი პოზიცია, შესაძლოა, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს.
„პოლიტიკოს“ სტატიის მიხედვით, თუ ორანი არჩევნებში კვლავ გამარჯვებს, მის წინაარმდეგ ევროკავშირს შემდეგი ხუთი გეგმა აქვს:
„1. ევროკავშირის კენჭისყრის პროცედურის შეცვლა – ერთ-ერთი ვარიანტია კვალიფიციური უმრავლესობით (წევრი ქვეყნების მინიმუმ 55%-ისა და ევროკავშირის ჯამური მოსახლეობის მინიმუმ 65%-ის მხარდაჭერა) ხმის მიცემის გამოყენების გაფართოება რიგ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად გაერთიანების 27-ზე წევრის მხარდაჭერა აღარ იქნება საჭირო ისეთ საკითხებში, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ელემენტები.
2. მრავალფორმატიანი ევროპა – ერთ-ერთი ვარიანტია მოქნილი ფორმატების უფრო მეტად გამოყენება – მსურველთა არაფორმალური კოალიციებიდან დაწყებული, ქვეყნების მცირე ჯგუფებს შორის გაფართოებული თანამშრომლობით დამთავრებული.
3. ფინანსური ზეწოლა – ეს პუნქტი უკვე შედის კომისიის წინადადებაში შემდეგი გრძელვადიანი ბიუჯეტისთვის, რომლის განხილვაც ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევაში, უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერება გამარტივდება.
4. ხმისმიცემის უფლების შეჩერება – 2018 წელს ევროპარლამენტმა გამოიყენა ევროკავშირის მე-7 მუხლი, რომელიც საშუალებას იძლევა წევრი სახელმწიფოს ხმისმიცემის უფლების შეჩერების, თუ ის არღვევს ბლოკის ღირებულებებს.
5. ევროკავშირიდან გარიცხვა – ეს ყველაზე დრამატული და არარეალური ვარიანტია, რადგან ამ დრომდე არცერთი ქვეყანა არასდროს გარიცხულა ევროკავშირიდან“,-აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
0
0