
ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს,- ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირის სამიტების შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აწვდიდა „ცოცხალ ინფორმაციას“ მიმდინარე განხილვებზე, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნგრეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას სენსიტიური თემების განხილვისას.
თუმცა, როგორც „პოლიტიკოს“ წყაროებმა განუცხადეს, 12 აპრილის უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო, ახალ ბრალდებებზე ევროკავშირის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება, მაგრამ მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სიიარტოს ქცევით გაკვირვებულები არ ყოფილან.
„საერთო ჯამში, ნაკლებად ლოიალური წევრი სახელმწიფოები არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც შესაბამისი ევროპული დიპლომატიის უმეტესი ნაწილი ამჟამად სხვადასხვა მცირე ფორმატში ხორციელდება“, – აღნიშნა წყარომ.
ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ ამბობს, რომ თუ ვიქტორ ორბანის პარტია 12 აპრილის არჩევნებს მოიგებს, მაშინ ევროკავშირმა უნდა მოძებნოს გზა, რომ ამ საქციელს გაუმკლავდეს.
0
0