06/07/2022
11:42
პოლიტიკა
მე პირადად შევხვდები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ვისაუბროთ დეპოლარიზაციაზე და ყველა თანხმდება იმაზე, რომ რიტორიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაპოლარიზებელი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. რიტორიკა, რომელცი მიმართულია ოპონენტის უარყოფაზე და მისი ლეგიტიმურობის არაღიარებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამიტომ ჩვენ ეს შეთავაზება გვაქვს, რომ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ თავად ეს რიტორიკა იყოს ნაკლებად მაპოლარიზებელი ფაქტორი - პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს რიტორიკა და არა რიტორიკამ პოლიტიკა. სამწუხაროდ, ჩვენთან ისეა, რომ ის რიტორიკა, რომელიც დამკვირდებულია ქართულ პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს უკვე პოლიტიკაზე, ერთმანეთის მიუღებლობასა და შეუწყნარებლობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0