
უნგრეთი ანტიუკრაინული ბლოკის შექმნას გეგმავს ჩეხეთსა და სლოვაკეთთან ერთად. ამის შესახებ „პოლიტიკო“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩეველზე დაყრდნობით წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ მყარი პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ შორს არის, მისმა ფორმირებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით“, – წერს „პოლიტიკო“.
ორბანის მრჩეველმა გამოცემას განუცხადა, რომ მსგავსმა ბლოკმა კარგად იმუშავა მიგრაციის კრიზისის დროს.
„ასევე, შევძელით წინააღმდეგობის გაწევა“, – თქვა მან და გაიხსენა 2015 წელს პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ე.წ. ვიშეგრადის ალიანსი.
ვიშეგრადის ალიანსი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიშალა.
„ვიშეგრადის ახალი ალიანსი, ოთხის ნაცვლად, სამ წევრისგან იქნება შემდგარი. პოლონეთის ამჟამინდელი ცენტრისტული მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მტკიცედ პროუკრაინულია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორბანთან რაიმე ალიანსში შევიდეს“, – წერს „პოლიტიკო“.
0
0