
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უკანასკნელი მუქარები ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, შარშან ევროკავშირთან დადებული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმების რეალიზებას საფრთხეს უქმნის და, შესაძლოა, ევროკავშირის შიგნით კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, მომლაპარაკებლები ევროპარლამენტიდან, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან და ევროკომისიიდან ცდილობენ მოაგვარონ უთანხმოება იმ ფონზე, როცა ევროპაში გაჩნდა კითხვა, ღირს, თუ არა გასული წლის ივლისში ტრამპთან დადებული სავაჭრო შეთანხმების მხარდაჭერა.
ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, აგრეთვე ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შეფჩოვიჩი შეთანხმების საბოლოო გაფორმებას და მის გამყარებას საკანონმდებლო დონეზე ცდილობენ.
თუმცა, ევროპარლამენტის მემარცხენე დეპუტატების უმეტესობა, მათ შორის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარე, ბერნდ ლანგე აცხადებს, რომ გასულ პარასკევს ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, ევროპული ავტომობილების იმპორტზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ნდობა არ შეიძლება.
0
0