
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას თავდაცვის დეპარტამენტისთვის სახელის შეცვლა სურს და მას ომის დეპარტამენტი დაარქვას. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მისი თქმით, ჩინოვნიკები, სავარაუდოდ, ერთ კვირაში პენტაგონს უფრო აგრესიულ სახელს დაუბრუნებენ, რომელიც მას ადრე ერქვა.
„როცა ჩვენ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გავიმარჯვეთ, მას ომის დეპარტამენტი ერქვა. და ჩემთვის ეს სახელწოდება ზუსტად ის არის, რაც უნდა იყოს“, - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ ომის დეპარტამენტი აშშ-ში 1789 - 1947 წლებში იყო. ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობის დროს უწყებას თავდაცვის დეპარტამენტი ეწოდა.
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ სახელის შეცვლას კონგრესის თანხმობა დასჭირდეს, რადგან თავის დროზე მას თავდაცვის დეპარტამენტი მიღებული კანონის შესაბამისად ეწოდა.
0
0