
ევროკავშირის ქვეყნებს ხუთი წელი აქვთ ომისთვის მოსამზადებლად, - ნათქვამია სამხედრო გეგმაში, რომელსაც ევროკომისია ხუთშაბათს წარადგენს და რომელსაც გამოცემა POLITICO გაეცნო.
„2030 წლისთვის ევროპას ესაჭიროება საკმარისად ძლიერი ევროპული თავდაცვითი პოზიცია, რათა დამაჯერებლად შეაჩეროს თავისი მოწინააღმდეგეები და უპასუხოს ნებისმიერ აგრესიას“, - ნათქვამია გეგმის პროექტში, რომელსაც ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, ხოლო ხუთშაბათს კი კომისართა კოლეგიას წარუდგენენ.
მომდევნო კვირას აღნიშნული გეგმა ევროკავშირის ლიდერებს გადაეგზავნება.
„თავდაცვითი მზადყოფნის საგზაო რუკა სამხედრო საქმეებში ევროკავშირის მზარდი როლის ნიშანია, რაც წარმოადგენს რეაქციას უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომზე და დონალდ ტრამპის გაურკვეველ ერთგულებაზე ევროპის უსაფრთხოების მიმართ“, - წერს გამოცემა POLITICO.
0
0