
ევროკავშირის ქვეყნები 2028 წლიდან პროცენტის სახით ყოველწლიურად სამ მილიარდ ევროს გადაიხდიან - იტყობინება „პოლიტიკო“ ევროკომისიის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ პარასკევს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილ 90 მილიარდი ევროს მოიზიდავენ. აქვე, აღნიშნულია, რომ ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არ შეუერთდებიან ბლოკის დანარჩენ 24 ქვეყანას ვალის ტვირთის გაზიარებაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა „საკმაოდ ძვირი“ იქნება. ევროკავშირი 2028 წლიდან დაიწყებს დაახლოებით სამი მილიარდი ევროს ოდენობის პროცენტის გადახდას თავისი შვიდწლიანი ბიუჯეტიდან, რომელიც ძირითადად ევროკავშირის მთავრობების შენატანებით ფინანსდება. 2027 წელს კი პროცენტი ერთ მილიარდ ევროს მიაღწევს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინას სესხის დაფარვა მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთი ომს დაასრულებს და ომის რეპარაციებს გადაიხდის. ეს ნაკლებად სავარაუდოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეუძლია ვალის განუწყვეტლივ გადავადება ან გაყინული რუსული აქტივების გამოყენება მის დასაფარად. ამგვარ ნაბიჯს ევროკავშირის ლიდერებს შორის კიდევ ერთი პოლიტიკური შეთანხმება დასჭირდება, რადგან ბელგია კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაყინული აქტივების გამოყენებას, რომელთა უმეტესი ნაწილი ბრიუსელში მდებარე ფინანსურ საცავში - Euroclear-ში ინახება. სწორედ ბელგიის წინააღმდეგობამ აიძულა საბოლოოდ ლიდერები საერთო ვალის აღებაზე წასულიყვნენ. ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს შეუზღუდავი ფინანსური გარანტიები სურდა, რაც მისი კოლეგებისთვის მიუღებელი მოთხოვნა აღმოჩნდა.
0
0