
ჩეხეთი, რომელიც აქამდე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო, შესაძლოა, კიევის მხარდაჭერის შემცირების გზას დაადგეს, ანდრეი ბაბიშის მიერ ფორმირებული ახალი მთავრობის პირობებში. ეს განცხადება გააკეთა ფილიპ ტურეკმა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ახალი მთავრობა შეინარჩუნებს ნატოს ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულებას. თუმცა, პრიორიტეტს მიანიჭებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინაში ომის დასრულებისა და ევროპაში კონფლიქტის რისკების შემცირების მიმართულებით - გადაინაცვლებს ეროვნული ბიუჯეტით დაფინანსებული სამხედრო დახმარებიდან ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე და ყურადღებას გაამახვილებს ჩეხეთის უსაფრთხოების საჭიროებებზე“, - აღნიშნა ფილიპ ტურეკმა.
მისი თქმით, „პრიორიტეტი იქნება ნებისმიერი ესკალაციის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩეხეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ან ეკონომიკურ სტაბილურობას“.
0
0