25/01/2022
15:07
სამართალი
მოზარდი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა გადაიყვანეს.
მოზარდი ექსპერტიზის ბიუროში დედასთან და თარჯიმანთან ერთად იმყოფება.
შესვლამდე დედამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს არასრულწლოვანი სახლში „აგრესიულ“ მდგომარეობაში დაბრუნდა.
მოზარდის მამის განცხადებით, მის შვილს დაზიანებები თვალის არეში აქვს.
ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.
ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
0
0