პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე პატიმრობაში რჩება
16/01/2025
15:19
სამართალი
A-
+A
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება - მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
პროკურორმა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ისაუბრა - ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატებმა გირაოს შუამდგომლობა დააყენეს.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცველებმა ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მოგვიანებით, მას მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.
მათე დევიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0
36
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%