22/03/2022
11:42
სამართალი
მათივე ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდითა და 8 ვაზნით, ასევე, "DREISE" -ს ფირმის პისტოლეტი, მჭიდითა და 6 ვაზნით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რ.ო. დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 პისტოლეტი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ა.გ. ბორჯომში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: კალაშნიკოვის კონსტრუქციის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, შაშხანა, პნევმატური იარაღი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 მჭიდი და 132 საბრძოლო ვაზნა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0