
პოლიციამ "რონდელის ფონდის" მკვლევარი, ვატო ბჟალავა სავარაუდოდ დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, აქტივისტი, ნათია ჩიქოვანი წერს.
"რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა. თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს. სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!", - წერს ჩიქოვანი Facebook-ზე.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ცნობისთვის, ბჟალავა გუშინ სოციალურ ქსელში წერდა:
"დღეს ვიყავი საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე. საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის დანაშაულს ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით.
კითხვები იყო ძალიან ზოგადი.(გაუთქმელობის ფიცი დამადებინეს და დეტალებს ვერ მოვყვები)
ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას, ზეწოლას და წნეხს საკუთარ მოსახლეობაზე.
ამიტომ არ შეშინდეთ, აუცილებლად მოითხოვეთ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა და არ მიხვიდეთ განყოფილებაში!
იყავით მშვიდად და დაუჯერეთ ადვოკატის რჩევებს. თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება, არ გასცეთ კითხვას პასუხი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ.
ჩემმა დაკითხვამ ძალიან მარტივად ჩაიარა, წავიკითხე ლექცია, ბოლოს ბევრი მაქეს და გამომიშვეს.
იყავით მხნედ და აქციაზე" - წერდა ბჟალავა.
0
0