03/12/2021
11:12
სამართალი
სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია „აიპლუსის” შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს.
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის – თ.რ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა” და „ბ” და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0