ძაღლის ყეფით შეწუხებული მეზობლების მიერ გამოძახებულმა პოლიციამ ბინაში პენისმოკვეთილი მამაკაცი ნახა - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ ჰერნეში, ღამის ორ საათზე, მეზობლის ბინიდან გამომავალი ძაღლის განუწყვეტელი ყეფით შეწუხებულმა მაგდებურგშტრასეზე მცხოვრებმა ხალხმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა
ადგილზე მისულმა პოლიციამ ბინიდან გამომავალი კვნესის ხმაც დააფიქსირა, ამიტომ კარი შეამტვრია და ბინაში პენისმოკვეთილი 66 წლის მამაკაცი ნახა.
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც იგი ექიმებმა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და იგი სამშაბათიდან დღემდე ასეთ მდგომარეობაშია.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ვერ პენისი და ვერც სათესლე ჯირკვლები ვერ იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, რომ მას პენისი ჯეკ რასელ ტერიერმა მოაჭამა. სხვა ვერსიით, დანაშაული სექსუალურ ნიადაგზეა ჩადენილი.
მამაკაცს მეუღლე ჰყავს, მაგრამ იგი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, მოწმეები ჯერჯერობით არ ჩანან, თავად მამაკაცი კი ჩვენებას ვერ იძლევა.
0
0