
"პოლიცია მომადგა სახლში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს და ლაივ ვიდეოს აზიარებს.
პოლიტიკოსმა პოლიცია სახლში არ შეუშვა.
სამართალდამცველმა ვაშაძეს განუცხადა, რომ ის გამოკითხვაზეა დაბარებული.
„მე არ ვაპირებ მოსვლას. მე მაქვს უფლება აქ არ მოვიდე. უკანონო დავალებებს ნუ ასრულებთ. კრიმინალურ პოლიციას არ წარმოადგენთ? გუშინ, კრიმინალი რომ მოხდა, რა გააკეთეთ? გუშინ, აქციაზე ხალხი, რომ სცემეს რა გააკეთეთ?
დაანებეთ რეჟიმის მსახურებას თავი! კრიმინალურმა პოლიციამ კრიმინალს უნდა ებრძოლოს და არა აქ მოვიდეს. ნამდვილი დანაშაული გამოიძიეთ. ხალხის მხარეს გადმოდით, სანამ დრო გაქვთ“, - მიმართა ვაშაძემ სამართალდამცველებს.
სამართალდამცველებმა ვაშაძეს უწყება დაუტოვეს და უთხრეს, თუ საგამოძიებო უწყებაში არ მივა, ამ შემთხვევაში ისინი მიმართავენ სასამართლოს, რათა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს.
0
0