28/03/2024
13:59
მსოფლიო
ახალი კვლევის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველა დაკარგავს დროის ერთ წამს, რადგან პოლარული ყინულის საფარის დნობა ცვლის დედამიწის ბრუნვას და თავად დროს. საათები და წუთები დედამიწის ბრუნვით განისაზღვრება, თუმცა ეს როტაცია მუდმივი არ არის; ეს შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება დედამიწის ზედაპირზე და მის გამდნარ ბირთვში. ეს თითქმის შეუმჩნეველი ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო დროის საათი „ნახტომი წამით“ უნდა დარეგულირდეს.
„დროის სარტყელში “უარყოფითი ნახტომი წამი” არასოდეს დამატებულა და არც გამოცდილა, ამიტომ პრობლემები, რაც მას შეუძლია შექმნას, უპრეცედენტოა“, - წერს საფრანგეთის ზომა-წონის საერთაშორისო ბიუროს დროის დეპარტამენტის წევრი, მკვლევარი პატრიცია ტაველა.
„პოლარული ყინულის საფარის დნობა „ნახტომ წამს“ სამი წლით - 2026-2029 წლამდე აჭიანურებს. გლობალური დროის გაანგარიშება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება გლობალური დათბობის ეფექტთან ერთად. 1960-იანი წლების ბოლოს, დროის ზონების განსასაზღვრავად მსოფლიომ კოორდინირებული დროის გამოყენება დაიწყო, რომელიც ატომურ საათებს ეყრდნობა, თუმცა მაინც ინარჩუნებს ტემპს პლანეტის ბრუნვასთან ერთად. რადგანაც ბრუნვის სიჩქარე არ არის მუდმივი, დროის ორი სკალა ნელ-ნელა იცვლება. ეს ნიშნავს, რომ, შესაბამისობის დაცვით, "ნახტომი წამი" დროდადრო უნდა დაემატოს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, დედამიწის ბრუნვას ოკეანის ფსკერზე მიქცევ-მოქცევის ხახუნი ამცირებს. ბოლო დროს, პოლარული ყინულის დნობის ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია ადამიანების მიერ წიაღისეული საწვავის წვით, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. როდესაც ოკეანეში ყინული დნება, დამდნარი წყალი პოლუსებიდან ეკვატორისკენ მოძრაობს, რაც კიდევ უფრო ანელებს დედამიწის ბრუნვის სიჩქარეს“, - ნათქვამია კვლევაში.
„პოლარული ყინულის საფარის დნობამ საგრძნობლად იმოქმედა დედამიწის ბრუნვაზე, რაც უპრეცედენტოა. ჩემთვის საოცარია ის ფაქტი, რომ ადამიანებმა განაპირობეს დედამიწის ბრუნვის ტემპის ცვლილება. ასევე, როდესაც საქმე ეხება დროის გლობალურ აღრიცხვას, სხვა ფაქტორიც მოქმედებს: დედამიწის ბირთვში მიმდინარე პროცესები. პლანეტის თხევადი ბირთვი მისი მყარი გარე გარსისგან დამოუკიდებლად ტრიალებს. თუ ბირთვის მოძრაობა შენელდება, მყარი გარსი აჩქარებს ტრიალს იმპულსის შესანარჩუნებლად და ეს არის ის, რაც ამჟამად ხდება. ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, თუ რა ხდება დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 2 კმ ქვემოთ და გაუგებარია, რატომ იცვლება ბირთვის სიჩქარე. ეს ფუნდამენტურად არაპროგნოზირებადია,” - თქვა ტედ სკამბოსმა, კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტის გლაციოლოგმა.
თუმცა, კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პოლარული ყინულის დნობა შენელებულ გავლენას ახდენს, ცხადია, დედამიწის ბრუნვა მთლიანობაში ჩქარდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო დროის საათს, პირველად, მალე დასჭირდება წამის გამოკლება.
"წამი ბევრი არ გვეჩვეენება, მაგრამ გამოთვლითი სისტემები, რომლებიც შექმნილია ისეთი საქმიანობისთვის, როგორიცაა საფონდო ბირჟაზე ტრანზაქციების განხორციელება, უნდა შეადგენდეს ზუსტი წამის მეათასედს. ბევრი კომპიუტერული სისტემა მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლითაც წამის დამატებაა შესაძლებელი, თუმცა ცოტა პროგრამას აქვს ერთი წამის გამოკლების ფუნქცია. შეცდომის დაშვების ალბათობის გასაცნობად ადამიანებს კომპიუტერების გადაპროგრამირება მოუწევთ.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დედამიწის ტემპი იმ დონემდე აჩქარდებოდა, რომ „ნახტომი წამის“ გამოკლება მოგვიწევდა. ეს კვლევები შეიძლება ძლიერი საშუალება იყოს იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ცვლის ადამიანი პლანეტას,“ - თქვა კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის გეოფიზიკის პროფესორმა დუნკან აგნიუმ.
0
0