22/10/2022
19:33
პოლიტიკა
„პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ – მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის.
პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, რომ როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალებები გამოვიყენოთ“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
0
0