
ჩვენთვის მხოლოდ უნგრელი ხალხის აზრია მნიშვნელოვანი და უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
სიიარტო ვოლოდიმირ ზელენკის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან დღევანდელ შეხვედრას და უნგრეთის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება.
„დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიუ კოშტას შეხვდა და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, უნგრეთის შესახებ განცხადებები გააკეთა. ზელენსკის თქმით, „უცნაურია“, რომ უნგრეთი უარყოფს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან რუსეთიც კი არ ეწინააღმდეგება ამას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზელენსკი საკუთარი სტანდარტებით მსჯელობს. ზელენსკისგან განსხვავებით, უნგრეთის პოზიცია უცხოეთიდან არ არის ნაკარნახევი. ჩვენ არ გვაინტერესებს, რას ფიქრობს მოსკოვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, არის ის, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი და მათ ნათლად განაცხადეს: მათ არ სურთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ეს გაანადგურებს ჩვენს ფერმერებს, ჩვენს შრომის ბაზარსა და ჩვენს უსაფრთხოებას. ასე რომ, რუსეთის გავლენის როგორი იმედიც არ უნდა ჰქონდეს ზელენსკის, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს“, – წერს სიიარტო.
0
0