
ვიდრე უნგრეთს ეყოლება ეროვნული მთავრობა, უნგრელი ხალხის ფული უკრაინაში არ გაიგზავნება, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
“და, შესაბამისად, უნგრეთი არ შეუერთდება იარაღის მიწოდების კოორდინაციის ნატოს მექანიზმს“, - აღნიშნა მან.
სიიარტოს თქმით, ზოგიერთი წინადადება მოითხოვს, რომ თითოეულმა წევრმა ქვეყანამ თავისი მშპ-ის 0.25% შეიტანოს - უნგრეთისთვის ეს ნიშნავს 200 მილიარდ ფორინტს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ევროპული მეინსტრიმი, რომელსაც ომი ამოძრავებს, რუსეთთან უფრო მეტ დაპირისპირებას და უკრაინისთვის მეტ ფულს ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთ-ერთი უმსხვილესი კორუფციული სკანდალი ვითარდება.
სიიარტოს განცხადებით, ნატოს ევროპელი წევრები ომის ფანატიზმმა მოიცვა, რაც მათ რეალობის აღქმაში ხელს უშლის. “ამაში შედის ისეთი მტკიცებები, თითქოს უკრაინა იცავს ევროპას, რომ მისი თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციები ემსახურება ევროპის უსაფრთხოებას, ან რომ უკრაინა იგებს ბრძოლის ველზე”, - დასძინა მან.
0
0