
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა. პიტერ სიირატოს თქმით, ბრიუსელში ხდება იგივე, რაც კიევში. ეს უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიიარტომ ასევე გაკვირვება გამოხატა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე არავის უხსენებია უკრაინაში აგორებული კორუფციული სკანდალი.
„მას შემდეგ, რაც უკრაინაში უმაღლესი დონეზე კორუფციული სკანდალი მოხდა, არავინ სთხოვა უკრაინელებს ანგარიში ევროკავშირის მიერ დახმარების სახით გამოყოფილ 100 მილიარდ ევროზე მეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. აქ, ბრიუსელშიც ხდება უზარმაზარი კორუფცია.
უზარმაზარი კორუფციული სკანდალი კიევში, უზარმაზარი კორუფციული სკანდალი ბრიუსელში და ცხადია, ბრიუსელში არც ისე მოწადინებულები არიან, დიდი ყურადღება გაამახვილონ უკრაინის კორუფციულ ქსელზე", - განაცხადა სიიარტომ.
0
0