
უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტს არ დაბლოკავს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გამოცემა Euractiv-ს განუცხადა.
„მის [სანქციების მე-19 პაკეტი] დასაბლოკად გეგმა არ გვაქვს. შევძელით, რომ ყველა ის ზომა ამოგვეღო, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა სიიარტომ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი განიხილეს.
„მინისტრებმა ნათლად განაცხადეს, რომ მე-19 პაკეტის შემდეგ სანქციების ახალ პაკეტზეც უნდა ვიმუშაოთ. ეს უკანასკნელი არ იქნება“, - აღნიშნა კალასმა.
გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას ხელს სლოვაკეთის ვეტო უშლის, თუმცა ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს დარწმუნებას ხუთშაბათს, ევროპული საბჭოს სამიტზე შეძლებენ.
0
0
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
21/10/2025