
უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინადადების წინააღმდეგ გამოვლენ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
სიიარტოს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ლუქსემბურგში „დიდი ბრძოლა“ გაიმართება.
„დიდი ბრძოლა იქნება ლუქსემბურგში ორშაბათს, ფონ დერ ლაიენ-ზელენსკის წინადადება, რომელსაც სურს, გვაიძულოს, რუსეთისგან არ ვიყიდოთ ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული საწვავი, ენერგეტიკის მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში იქნება“, – წერს სიიარტო.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ბრიუსელს სურს უკრაინის მხარდაჭერა უნგრელი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ხარჯების ორჯერ ან სამჯერ გაზრდით.
„დღეს ჩემს კოლეგასთან, იურაი ბლანართანა სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ასეთ უხეშ დარღვევას ვერ მივიღებთ. ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბება სუვერენიტეტის საკითხია და გარედან ვერავინ ჩაერევა ამაში. ორშაბათს ლუქსემბურგში დავიცავთ უნგრელ ოჯახებს იმისგან, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გამო ორჯერ ან სამჯერ მეტი გადაიხადონ, ვიდრე მანამდე!“, – აღნიშნა სიიარტომ.
0
0
BBC: ისრაელმა ირანის დაბომბვა განაახლა
13/06/2025