
მსოფლიო უსაფრთხოდაა, სანა აშშ-ის და რუსეთის ლიდერები საუბრობენ. ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო გუშინ ალასკაზე ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ მოლაპარაკებებს.
„მსოფლიო უსაფრთხოდაა, სანამ აშშ-ის და რუსეთის დიალოგი მაღალ დონეზე მიმდინარეობს, ამიტომ ქება ორივე პრეზიდენტს სამიტის ორგანიზებისთვის“, - დაწერა სიიარტომ სოციალურ ქსელში.
უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.
„მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების, დიალოგისა და ღია დიპლომატიური არხების შენარჩუნების გზით“, - დასძინა მან.
მისი თქმით, უნგრეთი სამ წელიწად-ნახევარია ამ პოზიციას ბრიუსელსა და ომის მსურველ ევროპელ პოლიტიკოსებს უპირისპირებს.
0
0