
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა. პიტერ სიირატოს თქმით, ბრიუსელში ხდება იგივე, რაც კიევში. ეს განცხადება უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სიიარტომ ასევე გაკვირვება გამოხატა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე არავის უხსენებია უკრაინაში აგორებული კორუფციული სკანდალი.
„მას შემდეგ, რაც უკრაინაში უმაღლეს დონეზე კორუფციული სკანდალი მოხდა, არავინ სთხოვა უკრაინელებს ანგარიში ევროკავშირის მიერ დახმარების სახით გამოყოფილ 100 მილიარდ ევროზე მეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. აქ, ბრიუსელშიც ხდება უზარმაზარი კორუფცია. უზარმაზარი კორუფციული სკანდალი კიევში, უზარმაზარი კორუფციული სკანდალი ბრიუსელში და, ცხადია, ბრიუსელში არც ისე მოწადინებულები არიან, დიდი ყურადღება გაამახვილონ უკრაინის კორუფციულ ქსელზე“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ 2 დეკემბერს ჩხრეკა ჩაატარა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების შენობაში და ასევე ბრიუგეში მდებარე „ევროპის კოლეჯში“. საქმე ეხება ტენდერების გარშემო თაღლითობის გამოძიებას.
3 დეკემბერს ამ საქმეზე დააკავა ევროკავშირის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი. მას ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც მან პოლიცია დატოვა. გამოძიებას მიიჩნია, რომ მოგერინის გაქცევის საფრთხე არ არსებობს.
0
0