11/01/2026
18:36

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროპელი ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის რისკის გამო გააკრიტიკა.
სიარტომ აღნიშნა, რომ ბრიუსელში ჯანსაღი აზრი სრულიად დაიკარგა, ხოლო ევროპელი ლიდერები ომის ფანატიზმში დაადანაშაულა.
„გასულ შაბათ-კვირას პარიზის შეთანხმება გახდა საჯარო. ამის მიხედვით, ევროპის ორმა ბირთვულმა ძალამ გადაწყვიტა ჯარების უკრაინაში გაგზავნა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ევროპის ბირთვულმა ძალებმა ომში ჩართვა დაიწყეს და მათი მიზანი ომის მთელ ევროპაზე გავრცელებაა. ბრიუსელის საომარი პოლიტიკა უნგრეთს უდიდეს საფრთხეში აგდებს“, – აცხადებს პიტერ სიიარტო.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიუსელი მზადაა, „უნგრეთი ჩაითრიოს კიევის საომარ გეგმაში“.
„უკრაინაში სახელმწიფო პოლიტიკა მკაცრად ანტიუნგრულია. ბრიუსელისა და კიევის გეგმის არსი ის არის, რომ უნგრეთი ჩაითრიონ ომში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით გარეთ დარჩენა. ამისთვის ყოველდღიური ბრძოლა დაგვჭირდა და პოლიტიკური ზეწოლის უარყოფა“, – ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
0
0