-share.jpg)
7 წლის პიტბულმა, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ის ძაღლების თავშესაფარში ცხოვრობდა, სახელი მხატვრობით გაითქვა. ძაღლების რინგის დროს ცუგამ ყურზე იმდენად მძიმე დაზიანება მიიღო, რომ მისი ამპუტაცია გახდა საჭირო.
მას შემდეგ, რაც ცუგას ხატვის ნიჭიც აღმოაჩნდა, მას ვან გოგი შეარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
7 წლის ვან გოგი, რომელიც ტილოზე საღებავებით ხატავს, უკვე არაერთი შედევრის ავტორია. მისი წარმატებული ნამუშევრები ონლაინ აუქციონზეც გაიყიდა.
ცუგას პირველი გამოფენა თავშესაფარში მოაწყვეს, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი დაესწრო. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ვან გოგის ნამუშევრები გასაყიდად ინტერნეტში განეთავსებინათ, რაც წარმატებული აღმოჩნდა.
7 წლის ცუგას ვიდეო სოციალურ ქსელებშიც ვირუსულად გავრცელდა, ნამუშევრებიც გაიყიდა და ვან გოგი პოპულარული გახდა.
0
0