
აშშ-ს ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს,რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს ვერ აკონტროლებს.
ჰეგსეტის თქმით, ირანს უყვარს საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს, თუმცა რეალურად ასე არაა. ომის მდივნის განცხადებით, სავაჭრო გემებზე იერიშის მუქარა არა კონტროლი, არამედ მეკობრეობაა.
„შეერთებული შტატების საზღვაო ძალები აკონტროლებს სრუტეში შემავალ და გამომავალ მოძრაობას, რადგან ჩვენ გვაქვს რეალური აქტივები და რეალური შესაძლებლობები. ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტის 10%-ს, ხოლო თქვენ 0%-ს. ეს არის ნამდვილი კონტროლი“ – აღნიშნა ჰეგსეტმა.
ამასთან, ომის მდივანმა გააფრთხილა ირანი, რომ ისინი „გონივრულ არჩევანს“ თუ არ გააკეთებენ, ირანული პორტების ბლოკადა და ეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება.
„ჩვენ შევინარჩუნებთ ამ წარმატებულ ბლოკადას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუ ირანი არასწორ არჩევანს გააკეთებს, მაშინ მათ ექნებათ ბლოკადა და ბომბები, რომელიც ინფრასტრუქტურაზე, ელექტროენერგიასა და ენერგეტიკაზე,“ – განაცხადა აშშ-ის ომის მდივანმა.
მისივე თქმით, ხაზინის დეპარტამენტი ეკონომიკურ ზეწოლას მაქსიმალურად აძლიერებს.
„მე ვლოცულობ, რომ თქვენ აირჩიოთ შეთანხმება, რომელიც თქვენს ხელთაა, თქვენი ხალხისა და მსოფლიოს გაუმჯობესებისთვის,“ – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა კი აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატების გაერთიანებული ძალები ძირითადი საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზადყოფნაში რჩებიან.“
0
0