
ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, თუმცა ჩვენ დავასრულებთ მას, – ამის შესახებ აშშ-ს ომის მდივანმა პენტაგონში ბრიფინგისას განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის განკარგულებით, ირანში მიმდინარე ოპერაცია არის ყველაზე ლეტალური, კომპლექსური და ზუსტი ოპერაცია ისტორიაში.
პიტ ჰეგსეტის თქმით, ირანის მსგავს რეჟიმებს, არასდროს ექნებათ ბირთვული შეიარაღება.
როგორც ჰეგსეტი აღნიშნავს, ნებისმიერი, ვინც მოკლავს ამერიკელებს ან დაემუქრება მათ, დევნის ობიექტი გახდება. ომის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ოპერაცია ირანში არ არის რეჟიმის ცვლილებისთვის ომი.
„რეჟიმი უდავოდ შეიცვალა და მსოფლიო ახლა უკეთესია. ირანს „კონვენციური იარაღი ჰქონდა ჩვენ თავთან მობჯენილი და ცდილობდნენ, გზა გაეკვლიათ ბირთვული ბომბისკენ, ამან თითქმის იმუშავა ობამას დროს და ეს საშინელი შეთანხმება იყო“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
მისი თქმით, ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებს „ბირთვული ამბიციების განახლებისთვის“ იყენებდა.
„ისინი აჭიანურებდნენ დროს, ცდილობდნენ დროის მოგებას, რათა გადაეტვირთათ სარაკეტო მარაგები და განეახლებინათ ბირთვული ამბიციები. ვიმედოვნებთ, რომ ირანელი ხალხი ისარგებლებს ამ შესაძლებლობის უპირატესობით“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
პიტ ჰეგსეტის თქმით, ამ ომის პირობებს შეერთებული შტატები ადგენს დასაწყისიდან დასასრულამდე.
„ვიმედოვნებთ, ირანელი ხალხი ისარგებლებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობის უპირატესობით. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და არ ვკარგავთ დროსა და სიცოცხლეებს“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
0
0
5 მარტს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
02/03/2026