
პირველი გერმანული „ლეოპარდი 2“ ტანკები უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან და პოლონეთის პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად უკრაინაში დახვდა პარტნიორების მიერ მოწოდებულ პირველ 4 „ლეოპარდ 2“ ტანკს.
„ჩვენ მივულოცეთ უკრაინული სატანკო ეკიპაჟის წევრებს, რომლებსაც უკვე აქვთ წარმატებული საბრძოლო გამოცდილება. მადლობას ვუხდით ჩვენს სამხედროებს საიმედო დაცვისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ პოლონეთისა და ყველა პარტნიორის გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის, რომლებიც აახლოებენ უკრაინის გამარჯვებას. უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელობას ჩვენ ვაგრძელებთ სატანკო კოალიციის გაფართოებას უკრაინის ყველა ტერიტორიისთვის თავისუფლების დასაბრუნებლად“ - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
0
0