
თბილისი არენაზე ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ დანიას 37:25 ამარცხებს.
თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ვერ მიიღებდა.
პირველი მეოთხედი დანიამ 21:19 მოიგო, მეორე მეოთხედი კი ჩვენი გამარჯვებით 18:4 დასრულდა, ამ მეოთხედში ქართველი კალათბურთელი დაცვაში აქტიურები იყვნენ და დანიელებს შეტევების განხორციელება უჭირდათ.
მეტოქე გუნდის კალათბურთელები ძირითადად სამქულიანის ხაზიდან ცდილობდნენ შეტევას, ასევე აქტიურები იყვნენ სამწამიან ზონაში. მეტოქის ფარის ქვეშ კარგად ირჯებოდნენ ჩვენი გუნდის მოთამაშეები, დანიელებმა ვერ შეაჩერეს თორნიკე შენგელიას. საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი, 13 ქულა სწორედ მან შესძინა. დანიელთა რიგებში 8 ქულით საუკეთესო კევინ ლარსენი იყო.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
0
0