26/03/2024
21:47
სპორტი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ჯვაროსნების შეტევისას, 44-ე წუთზე, ჩაკვეტაძის საჯარიმოდან დარტყმული, ბერძნების მეკარემ კუთხურზე მოიგერია.
ტაიმის დასასრულს შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.
მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე.
მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდა.
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
0
0