28/12/2024
20:05
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა სპორტსმენებმა საპროტესტო მარში დაიწყეს.
აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
მათ გაშლილი აქვთ ბანერი -„სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ".
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს".
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებიც აქვთ მოტანილი.
ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
0
0