
ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ლაიფციგმა უმასპინძლა. საფრანგეთისა და ნიდერლანდების ნაკრებების მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
14′ წუთი. მარკუს ტურამის გადაცემის შემდეგ ადრიენ რაბიომ ანტუან გრიზმანი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, თუმცა საფრანგეთის ნაკრების შემტევმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
69′ წუთი. ნიდერლანდების ნაკრებმა აქტიურად შეუტია. კოდი გაკპოს დარტყმის შემდეგ ბურთი ხავი სიმონსს მიუვიდა, რომელმაც გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და მეკარეს მოქმედების საშუალებას უზღუდავდა.
2 ტურის შემდეგ D ჯგუფს 4 ქულით ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს, 4 ქულა აქვს საფრანგეთსაც და ის მეტოქეს ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება. ბოლო ტურში ფრანგები პოლონეთს შეხვდებიან, ხოლო ნიდერლანდები ავსტრიას დაუპირისპირდება.
პირველი არხი
0
0