პირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა. საუბარია ბრუნო ვეფხვაძის ნახატის - „რომაული გაზაფხულის“ ციფრულ ასლზე. თავად ნახატი Sotheby's აუქციონზე 28 000 დოლარად გაიყიდა.
"ამ ნახატმა ჩემი სახელოსნოდან კოსმოსამდე ძალიან დიდი გზა გაიარა, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ამერიკული საერთაშორისო სახელოვნებო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია ხელოვნების აღორძინების ცენტრი, რომელიც ყოველ წელს ატარებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და ყველაზე პრესტიჟულ კონკურსს. კონკურსში ათასობით ხელოვანი იღებს მონაწილეობას. სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებამ გზა გაუხსნა ჩემ ნახატს ჯერ სოტბიზე, სადაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა და უკვე ორიოდე დღის წინ გაემგზავრა მთვარეზე“, - განცახადა გადაცემა „შაბათ-კვირის დილაში“ მხატვარმა ბრუნო ვეფხვაძემ.
აღნიშნული პროექტის შესახებ გასულ წელს გახდა ცნობილი.
0
0