პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიასთვის უცნობია მედიის მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მოიაზრება.
ამის შესახებ ეკა ბესელიამ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი კაბინეტის შესახებ ინფორმაცია პირველად რადიო „სივრცის“ ეთერში მოისმინა.
„პირველად მესმის ასეთი ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის შესახებ. რაც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არც ერთ ფორმატში არავისთან მქონია მომავალ მთავრობაში ფუნქციების გადანაწილებაზე საუბარი. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, გეტყოდით“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ ეთერში ისაუბრა თავის პოლიტიკური მომავლის გეგმებზე და განაცხადა, რომ მომავალში, თავს კვლავაც საკუთარ პროფესიაში ხედავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე უარს ამბობს.
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა. თუ როგორია ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა - მათივე ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს.
შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს.
იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელიას, განათლების მინისტრის პოსტზე ნინო ლომჯარია, გენერალური პროკურორად მოიაზრებიან ნონა წოწორია ან ეკა გიგაური, ეკონომიკის მინისტრად პაატა მანჯგალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად ბექა ლილუაშვილი ან შალვა კერესელიძე, კულტურის მინისტრად ლაშა ბუღაძე, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სოფო ჯაფარიძე, შერიგების მინისტრად კი გრიგოლ გეგელია.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026