
ჩინეთში მოსახლეობის კლება, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პირველად დაფიქსირდა - მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების ტენდენცია აღინიშნება. შესაბამისად, შობადობამაც მოიკლო.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ქვეყანაში 2022 წლის ბოლოს 850,000-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, ვიდრე წინა წელს. ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. ერთი წლის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობა დაახლოებით, 850 000 ადამიანით შემცირდა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს ჩინეთის მოსახლეობამ 1.411 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის მაჩვენებელი 1.412 მილიარდი იყო. მამაკაცები 722,06 მილიონით აღემატებოდნენ ქალებს და მათი რიცხვი 689,69 მილიონს აჭარბებდა, რაც ე.წ. „მხოლოდ ერთი ბავშვის პოლიტიკის“, ხოლო 2016 წლის შემდეგ - ე.წ. „ორი ბავშვის პოლიტიკის“ შედეგია.
ამ პოლიტიკის დანერგვის მიზეზად ჩინეთში ხშირად ქალაქებში ბავშვების აღზრდის ხარჯებს ასახელებენ. ჩინეთის მთავრობა ოჯახების წახალისებას შეეცადა მეორე ან თუნდაც მესამე შვილის გაჩენისთვის, რაც, ზოგადად, ასახავს აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ნაწილში შექმნილ დამოკიდებულებას, სადაც შობადობა მკვეთრად დაეცა.
ექსპერტების ვარაუდით, მოსახლეობის კლების ტენდენცია ჩინეთში მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება.
გაეროს პროგნოზით, ამჟამად, მხოლოდ ტაივანთან და სამხრეთ კორეასთან შედარებით, ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი აქვს.
0
0