
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედრო ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა გამოსცადონ ბირთვული იარაღი, რათა არ ჩამორჩნენ სხვა ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.
„სხვა ქვეყნებმა ბირთვული პროგრამები განაახლეს, ამიტომ მე დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე დაიწყოს. აშშ-ის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, მეორე ადგილზე რუსეთია, ხოლო „შორეული მესამე ადგილი ჩინეთს“ უჭირავს. მას ბირთვული იარაღის ტესტირება 1992 წლის მერე არ ჩაუტარებია.
ვაღიარებ, რომ ბირთვულ იარაღს დამანგრეველი ძალა აქვს, თუმცა მე სხვა არჩევანი არ დამრჩა. ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში აშშ-ის არსენალი უნდა განვაახლო. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა სამხრეთ კორეაში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე.
როგორც ცნობილია, ტრამპმა რუსეთი ბირთვული ძრავით აღჭურვილი რაკეტის გამოცდის გამო გააკრიტიკა, რომელსაც შეუზღუდავი მოქმედების რადიუსი აქვს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ მონაცემებით, ჩინეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გააორმაგა თავისი ბირთვული არსენალი და მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის 1000 იარაღს გადააჭარბებს. აშშ-ის ბირთვული მარაგი დაახლოებით 5,225 ქობინს შეადგენს, ხოლო რუსეთს - 5,580.
აშშ-მა უკანასკნელად ბირთვული ბომბი 1992 წლის 23 სექტემბერს გამოსცადა. გამოცდა ნევადის შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე მიწისქვეშა ობიექტზე ჩატარდა. ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის თანახმად, აშშ-ის მიერ ჩატარებული 1054-ე ბირთვული იარაღის გამოცდა იყო პროექტი, კოდური სახელწოდებით „გამყოფი“, რომელმაც ცენტრალური როლი ითამაშა მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის შემუშავებაში.
0
0