29/04/2023
19:43
ეკონომიკა
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ტურიზმის შემოსავლებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც მიღებულმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში 266 მილიონი დოლარი შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით სრული სტატისტიკა ასე ნაწილდება:
• რუსეთი - 266.4 მილიონი დოლარი;
• თურქეთი - 96.3 მილიონი დოლარი;
• ევროკავშირი - 73.2 მილიონი დოლარი;
• ისრაელი - 60.8 მილიონი დოლარი;
• უკრაინა - 56.2 მილიონი დოლარი;
• სომხეთი - 29.7 მილიონი დოლარი;
• აზერბაიჯანი - 28.2 მილიონი დოლარი;
• ბელარუსი - 24.1 მილიონი დოლარი;
• ირანი - 19.7 მილიონი დოლარი;
• საუდის არაბეთი - 5.6 მილიონი დოლარი;
• დანარჩენი ქვეყნები - 135.2 მილიონი დოლარი.
წყარო: BM.GE
0
0