პირს, რომლის ბინასაც მიხეილ სააკაშვილი აფარებდა თავს, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდა
A-
+A

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას პროცესი დასრულდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას პატიმრობა შეეფარდა. 1-ელ ოქტომბერს, სამართალდამცველებმა სწორედ მის კუთვნილ საცხოვრებელში დააკავეს ექსპრეზიდენტი.
დაცვის მხარე მის წინააღმდეგ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.
პროცესის დაწყებამდე, ადვოკატმა თქვა, რომ ძებნილი პირის სახლში შეფარება დასჯადი არაა და სისხლის სამართალში მსგავსი მუხლი არ არსებობს. ადვოკატი ცომაიას პატრიოტ, პატიოსან ადამიანს უწოდებს, ამბობს, რომ მას არანაირი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს და არის პირი, რომელმაც დევნილი პირი შეიფარა.
ცომაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
151314
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%