07/12/2024
00:11
სამართალი
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პიროტექნიკის სროლის შედეგად, პოლიციელია დაშავებული. სამართალდამცველს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტები კვლავ პიროტექნიკას იყენებენ. ისინი პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან. ისმის შეძახილებიც.
მანამდე, სამართალდამცველებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების განმარტებით, მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციის მე-9 დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025