25/11/2021
13:44
საზოგადოება
„გამოცდები ჩატარდება ყველა იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება ბათუმი, ფოთი, ოზურგეთი,ქუთაისი, საჩხერე, გორი თელავი, ახალციხე და რუსთავი.
რაც შეხება იმ ქუჩებს, სადაც გამოცდის ჩაბარება პირებს რეალურ მოძრაობაში მოუწევთ, მარშრუტი და ქუჩების ჩამონათვალი, თუ სად უნდა ჩაბარდეს გამოცდა, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცდება. იქნება რამდენიმე მარშრუტი, თუმცა არც გამომცდელს და არც კანდიდატს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტზე მოუწევს გამოცდის ჩაბარება. პროგრამა RENDOM-ი აირჩევს სად, ვინ, რომელ მარშრუტზე გაივლის“, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
მისივე განმარტებით, ერთადერთი გამონაკლისი, სადაც გამოცდა 25 აპრილიდან ვერ ჩატარდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, სადაც წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, გამოცდის ჩაბარებისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული.
„გამოცდა ორ ეტაპიანი იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე ისევ დარჩება დახურული მოედანი ანუ სადაც ახლა აბარებენ გამოცდას და რა ელემენტებსაც ახლა ასრულებენ გამოცდის ჩამბარებელი პირები, იგივე ელემენტების შესრულება დახურულ მოედანზე ისევ მოუწევთ. ის, ვინც ჩააბარებს გამოცდას დახურულ მოედანზე, უკვე გადავა ქალაქში, რეალურ პირობებში. იქნება ყველა ის კომპონენტი, რაც გვხვდება ქალაქში, ეს არის შუქნიშანი, რეგულირებული და არარეგულირებული გზაჯვარედინი, ჩვეულებრივად 80 კმ. საათზე მეტი სიჩქარიან მაგისტრალზე გასვლა და ა.შ. ცხადია, ყველა ქალაქი ვერ იძლევა ამის შესაძლებლობას და ერთნაირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას,ზოგან გზა არ არის ან აღმართი და ა.შ. მაგრამ მეტნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული“, - აცხადებს იმედა მაკასარაშვილი.
0
0