20/06/2023
14:45
პოლიტიკა
„კითხვები რაღა უნდა იყოს, როდესაც დადასტურდა, რომ რადიკალური ჯგუფები იმართებიან, მათ შორის, სამწუხაროდ აშშ-ს საელჩოდან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით კითხვები უკვე აღარ არსებობს, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც საელჩოს დახმარებით მოხდა ბორჯომიდან რადიკალური დაჯგუფების წევრების ტრანსპორტირება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი კითხვა - რას გააკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა “ ისეთს, რასაც დღეს ვერ აკეთებს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“? მე მაქვს პასუხი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ გვინდა ეს პასუხი აშშ-ს საელჩოსგან მოვისმინოთ. აღსანიშნავია, რომ გაჟღერდა საერთაშორისო დონეზე უცხოეთიდან, ასევე, ქვეყნის შიგნიდან - პირდაპირ ითქვა, დღეს რომ სააკაშვილი ყოფილიყო მთავრობაში, ის გაბედავდა რუსეთთან ომს. კითხვები რაღა უნდა იყოს, როდესაც სამწუხაროდ, იმ რადიკალურ ჯგუფებზე, რომელზედაც ჩვენ ვამბობდით და დადასტურდა, რომ ისინი იმართება, მათ შორის, სამწუხაროდ აშშ-ს საელჩოდან. დადასტურდა ისიც, რომ ამ რადიკალური ჯგუფების ტრანსპორტირება ხდება აშშ-ს საელჩოს დახმარებით. სად გინახავთ, მაგ. როდესაც უნივერსიტეტში ლექტორებს, სხვა პირებს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს და ა.შ. აბულინგებენ, განცხადება გაეკეთებინოს აშშ- ელჩს “, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0