05/11/2024
12:59
პოლიტიკა
დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ნიჰილისტურ პოსტებსაც და ვიდეოებსაც, რომ გეგმა არ არსებობს, რომ პროტესტი არაფერს მოგვიტანს - ერთი სიტყვით, ხშირად შეხვდებით წუწუნს.
ვის აწყობს, ვის აძლევს ხელს, ვინ აორგანიზებს ამ მასობრივ ნიჰილზმს?! ეს ადვილი მისახვედრია: ხალხის ნაწილი ბუნებით პესიმისტია, ნაწილი კი გასაგებია, საიდანაც იმართება - მიტაცებული ხელისუფლების სტრუქტურებიდან!
ჰოდა, მოგმართავთ ყველა გულანთებულ, პატრიოტს - ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ნიჰილიზმს, აკეთეთ თქვენი საქმე ხარისხიანად და შედეგიც იქნება. ნუ დაკავდებით წინასწარმეტყველებებით - რა მოხდება, მერე რა იქნება და ა.შ. აკეთეთ ის, რასაც სინდისი გკარნახობთ და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.
პირადად მე არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
0
0