20/09/2021
17:05
COVID-19
Pfizer Inc-ისა და BioNTech SE-ს განცხადებით, მათი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეფექტურია.
”დიდი სურვილი გვაქვს, ვაქცინის საშუალებით კორონავირუსისგან ბავშვთა დაცვა უზრუნველვყოთ, განსაკუთრებით კი, „დელტა“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეული არსებითი საფრთხის გათვალისწინებით. ივლისიდან, აშშ-ში COVID-19-ის პედიატრიული შემთხვევები დაახლოებით 240%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ვაქცინაციის საჭიროებას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ აშშ-ში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბავშვთა იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად (აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან, ევროპის მედიკამენტების სააგენტოსგან და სხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან) ნებართვა მოვიპოვოთ,“- თქვა Pfizer-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.
Pfizer-ი ვაქცინის გამოცდას 2-დან 5 წლამდე და 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ატარებს. 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის კლინიკურმა გამოცდამ ვირუსზე იმუნიტეტის გამომუშავება აჩვენა მე-2 და მე-3 ფაზაში. კომპანიების განცხადებით, მიღებული მონაცემები 16-დან 25 წლამდე ასაკის მოზარდებში მიღებულ შედეგებს ემთხვევა.
0
0